Tuesday, March 28, 2017

დღე 9

მეცხრე დღე იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. გადავხედე შესრულებულ სამუშაოს, გავითვალისწინე კოლეგების შენიშვნები და კომენტარები. შევასწორე,დავაზუსტე,დავალაგე.გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია. ასევე მოვისმინე კოლეგების პროექტების პრეზენტაციები. მიხარია, რომ ყველა ჩემმა კოლეგამ კარგად გაართვა თავი პროექტებით სწავლებაში საკუთარი როლისა და საქმიანობის გააზრებას.
 ქალბატონი გვანცას უშუალო, თბილი და ამავდროულად მომთხოვნი და ზომიერად   მკაცრი მიდგომა ნამდვილად დაგვეხმარა ჩვენი შესაძლებლობების სწორად რეალიზაციაში.სწორედ ტრენერის ნათლად ჩამოყალიბებული და გააზრებული შენიშვნები დამეხმარა იმაში, რომ გავაკეთე პროექტი. მადლობა ტრენერს (გვანცას).
  თანამედროვე პადაგოგს ნამდვილად სჭირდება პროფესიული ზრდა და ეს ტრენინგები სწორედ ამ ზრდის ხელშეწყობაა.

No comments:

Post a Comment